Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ამხანაგური მატჩი ატლეტიკოსთანაც გააუქმა

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერმა ისრაელში გასამართი ამხანაგური მატჩი ატლეტიკოს წინააღმდეგ, რომელიც 8 აგვისტოს უნდა გამართლიყო, გააუქმა.

ნერაძურიმ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პანდემიის გაუარესებული სიტუაციის გამო ამერიკული ტურნე გააუქმა და Florida Cup-ზე მონაწილეობას არ მიიღებდა, ახლა კი ბენეამატა ისრაელში გასამართ შეხვედრაზეც უარს ამბობს.

ინტერს ისრაელში ატლეტიკოს გარდა კოლჩონეროსთანაც უნდა ეთამაშა, მაგრამ რა თქმა უნდა არც ის შეხვედრა ჩატარდება და ნერაძური ამხანაგურ შეხვედრებს იტალიაში, ადგილობრივ გუნდებთან გამართავს.