Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა არსენალი უარით გაისტუმრა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა არსენალისგან მიღებული წინადადება აშრაფ ჰაკიმის სანაცვლოდ უარით გაუსტუმრა.

მეთოფეები ჰექტორ ბელერინის შემცვლელს ეძებენ და მათი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ ინტერის უკანახაზელი გახლდათ, თუმცა FCInterNews-ის ინფორმაციით, ინტერისთვის ჰაკიმი ხელშეუხებელია და მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვას არც კი აპირებენ.

ჰაკიმმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. არსენალი მის სანაცვლოდ ინტერს 55-60 მილიონ ევროს სთავაზობდა.