Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ბელერინისგან თანხმობა მიიღო

აშრაფ ჰაკიმი უკვე ოფიციალურად პსჟ-ს ფეხბურთელია, ინტერი კი მისი შემცვლელის ძიებას განაგრძობს და თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ბენეამატას პრიორიტეტული სამიზნე არსენალის ჰექტორ ბელერინია.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერის მესვეურები უკვე დიდი ხანია ბელერინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და 26 წლის ესპანელი ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღეს.

არსენალი ბელერინის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს, ნერაძურის კი ბელერინის იჯარით გაფორმება უნდა, ფეხბურთელის სურვილმა კი შესაძლოა არსენალს სხვა გზა არ დაუტოვოს და ბელერინის იჯარას დათანხმდეს.