Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ბელერინისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა აშრაფ ჰაკიმის შემცვლელთან ჰექტორ ბელერინისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ჰაკიმი პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და ნერაძური უკვე დიდი ხანია მისი შემცვლელის ძიებაშია, ბელერინის სახელი კი ბენეამატას არაერთხელ დაუკავშირეს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის თანხმობის მიღების შემდეგ, ინტერი 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას უშუალოდ არსენალთან დაიწყებს, მაგრამ მათ წინ მძიმე მოლაპარაკებები ელოდებათ. მეთოფეებს ბელერინის სანაცვლოდ 20-25 მილიონის მიღება სურთ, ბენეამატას კი ფეხბურთელის იჯარით გაფორმება უნდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.