Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ბელერინის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიურ მედიაში არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, რომ ინტერს აშრაფ ჰაკიმის შეცვლა, რომელიც უახლოეს დღეებში პსჟ-ს ოფიციალურად შეუერთდება, არსენალის ჰექტორ ბელერინით სურთ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინტერსა და ბელერინის აგენტს შორის დღეს პირველი კონტაქტი უკვე შედგა და მხარეებს შორის მომდევნო კვირაში შეხვედრაც ჩაინიშნა.

არსენალი 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ნერაძურის ჰაკიმის გაყიდვის შემდეგ არ გაუჭირდება.