Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ბოდო/გლომტს ოფიციალური წინადადებით მიმართა

ბოლო დღეებში მილანს ბოდო/გლიმტის გარემარბის, ჯენს ჰაუგეს სახელი არაერთხელ დაუკავშირეს. ფაბრიციო რომანომ გუშინ განაცხადა, რომ მილანი ნორვეგიულ გუნდს წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავდა.

Repubblica-ს ინფორმაციით, დიავოლომ გლიმტს დღეს დილით 20 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზა და იმედი აქვს, რომ კონკურენტების დამარცხებას და ფეხბურთელის უახლოეს დღეებში გაფორმებას შეძლებს.

Transfermarkt-ი ფეხბურთელს 1 მილიონ ევროდ აფასებს და მილანის წინადადება შესაძლოა ნორვეგიელებისთვის საკმარისი აღმოჩნდეს.