Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ბროზოვიჩთან კონტრაქტი შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორამციით, ინტერმა მარსელო ბროზოვიჩთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ხორვატი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი წასვლის შესახებ იტალიაში აქტიურად იწერებოდა, თუმცა როგორც ჩანს მხარეებმა საერთო ენა გამონახეს და ის ბენეამატას რიგებში დარჩება.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ის მილანური გრანდის ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს, მისი წლიური გასამრჯელო კი 6 მილიონი ევრო იქნება, რასაც 1 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.