Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ბროზოვიჩთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ინტერი გუნდის ლიდერებთან კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და როგროც ჩანს, ნერაძური უახლოეს პერიოდში მარსელო ბროზოვიჩთან ხელშელრიკებას გაახანგრძლივებს.

ბროზოს მიმდინარე კონტრქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იწერებოდა, რომ მხარეებს შორის ხელფასის გამო შეთანხმება ვერ ხერხდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ბოლო პერიოდში გამართული შეხვედრები პოზიტიურად წარიმართა და შეთანხმებამდე მათ მცირე დეტალებიღა აკლიათ.

FcInterNews-ის ცნობით, ბროზოვიჩი ახალი კონტრაქტის მიხედვით წლიურად ხელფასის სახით 5.5 მილიონს მიიღებს, რაც ბონუსების სახით 6 მილიონამდე გაიზრდება.