Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ბროზოვიჩისთვის წინადადება გაზარდა

ინტერი მარსელო ბროზოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და იტალიური წყაროების ცნობით, მხარეებს შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბენეამატამ აქამდე შეთავაზებული 5.5 მილიონი ევრო 6 მილიონამდე გაზარდა, რასაც ბონუსების სახით კიდევ 0.5 მილიონი დაემატება, რაც ბროზოვიჩის მოთხოვნილ 7 მილიონთან ძალიან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე დროის საკითხია და სავარაუდოდ ის კონტრაქტს იანვრის ბოლომდე გააფორმებს.