Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა გასული ფინანსური წლის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი დაკარგა

ინტერს ჯერჯერობით გასული ფინანსური წლის ანგარიში არ გამოუქყვეყნებია, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძურიმ 2020-21 წლების სეზონის მსვლელობისას დაახლოებით 200 მილიონი ევრო იზარალა.

პანდემიის გამო ევროპული გრანდების უმეტესობა სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის. იუვენტუსმა და მილანმა ოფიციალური ანგარიშები უკვე გამოაქვეყნეს და როსონერის ზარალმა 96, ბიანკონერის კი 210 მილიონი შეადგინა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნერაძურის დანაკარგი დაახლოებით იუვენტუსისას გაუტოლდება და არც ის არის გამორიცხული, რომ მათ ტურინელებს გადაასწრონ კიდეც…