Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა გუნდის დირექტორებთან მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის პრეზიდენტი სტივენ ჟანგი მზად არის გუნდის დირექტორებს, რომლებმაც რთული ფინანსური სიტუაციის მიუხედავად ნერაძურის სტაბილურობა და მებრძოლი შემადგენლობა შეუნარჩუნეს, ახალი კონტრაქტები შესთავაზოს.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ბენეამატას პრეზიდენტი მილანში უახლოეს დღეებში დაბრუნდება და ბეპე მაროტას, პიერო აუსილიოს და სხვა დირექტორებს, რომლებსაც გუნდთან კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ, ახალ ხელშეკრულებებს შესთავაზებს.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ისინი ნერაძურის რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩებიან.