Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა დაადასტურა, გუნდი იყიდება…

ინტერის ფინანსური განყოფილების უფროსმა ტიმ უილიამსმა გუნდის ფინანსურ სიტუაციაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ Suning-ი გუნდის გაყიდვას აპირებს.

„სხვა იტალიური და ევროპული გუნდების მსგავსად, ფეხბურთელების ხელფასების გადახდა ჩვენც გვიჭირს და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხელფასების გადახდისთვის უფრო მეტი დრო მოგვეცემა.

„საბედნიეროდ ამ თემაზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და ყველაფერი საერთო შეთანხმებით მოხდა.

„Suning-ს რაც შეეხება, ისინი მზად იყვნენ ინტერისთვის ნებისმიერი ფინანსური დახმარება გაეწიათ, თუმცა არსებული კრიზისის და ჩინეთში დაწესებული შეზღუდვების გამო მათ კონსულტანტები უკვე დაიქირავეს, რომლებიც გუნდისთვის შესაბამის ახალ მფლობელებს იპოვნიან და ინტერის ნათელ მომავალს უზრუნველყოფენ.

„არც ის არის გამორიცხული, რომ Suning-მა ინტერის აქციების გარკვეული ნაწილი გაყიდოს და გუნდში აქციონერად დარჩეს, ამიტომ ზუსტად ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.“