Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა დალბერტი რენში გაუშვა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერი და რენი დალბერტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და რენს შემდგომში მისი გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლება. ფეხბურთელი საფრანგეთში ხვალ ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

დალბერტის გასხვისების შემდეგ, ინტერი ჩელსის მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს დამატებას შეეძლება, თუმცა იუვეს სახით მატ სერიოზული კონკურენტი ჰყავთ.