Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დ’ამბროზიოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა…

დანილო დ’ამბროზიოს ინტერთან მიმდიანრე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და Tuttosport-ის ცნობით, ნერაძურიმ ვეტერან ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

წყაროს ინფორმაციით, ბენეამატა მზად არის ფეხბურთელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, თუმცა მისი ხელფასი სეზონში 2.4 მილიონიდან 1.3 მილიონამდე შემცირდება.

იტალიელი უკანახაზელის უფასოდ დამატება მილანს და ლაციოს სურთ და ორივე მათგანი ნერაძურიზე უკეთეს კონტრაქტს სთავაზობს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას, თავად დანილოს მოუწევს.