Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დამფრისის ტრანსფერი შეათანხმა

ბოლო დღეებში ინტერი პსვ-ს მარჯვენა მცველის დენზელ დამფრისის ტრანსფერზე გააქტიურდა და რამდენიმე გავლენიანი წყაროს ცნობით, მხარეებმა ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ინტერი 25 წლის ნიდერლანდელის სანაცვლოდ პსვ-ს 12.5 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც მომავალში სხვადასხვა ბონუსების სახით კიდევ 2.5 მილიონი ევრო დაემატება.

გამოცემის ინფორმაციით, დამფრისის ტრანსფერი ინტერში ნაიტან ნანდესის ხილვას არ გამორიცხავს და მეორე ფორვარდის დამატების შემდეგ, ბენეამატა სარდინიასთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.