Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დარმიანი მინიმუმ 10 დღით დაკარგა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერს მომდევნო მატჩებში იტალიელი უკანახაზელის მატეო დარმიანის გარეშე მოუწევს თამაში.

დარმიანმა დაზიანება გუშინ, ვენეციასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და მას მოედნის დატოვება დროზე ადრე მოუწია.

FcInterNews-ის ინფორმაციით, პირველადმა შემოწმებამ 31 წლის ფეხბურთელს ბარძაყის გუნთის დაჭუმულობა დაუდგინა. ის განმეორებით შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის, მაგრამ სავარაუდოდ დარმიანი დაახლოებით 10-15 დღეს გამოტოვებს.