Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა და დ’ამბროზიომ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, დანილო დ’ამბროზიო ინტერში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა, თუმცა Sky Sport Italia-ს ცნობით, სიმონე ინძაგის მოთხოვნით ნერაძურიმ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ოფიციალური უახლოეს პერიოდში გახდება.

დ’ამბროზიოს უფასოდ გაფორმება მილანს, ლაციოს, ნაპოლის და ფიორენტინას სურდათ, თუმცა 32 წლის ფეხბურთელი მინიმუმ ერთ სეზონს კვლავ ინტერში გაატარებს.