Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა და იუვენტუსმა ფედერიკო კიეზაზე უარი თქვეს

Calciomercato-ს ცნობით,იუვენტუსი და ინტერი ფიორენტინას ფეხბურთელის გაფორმებას არარ შეეცდებიან.

გამოცემის მტკიცებით,გუნდებმა ბოლო დღეების განმავლობაში გუნდებმა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მისი ფასიდან გამომდინარე შეანელეს.იები კიეზას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ,რისი გადახდაც ფინანსური კრიზისის ფონზე არც ერთ მათგანს არ სურს.

გუნდები კიეზას 2 პირობით მიუბრუნდება: პირველი,თუ ფიორენტინა ფეხბურთელს ფასს დააკლებს და მეორე,თუ იები კიეზას სანაცვლოდ ფეხბურთელების მიღებას განიხილავენ.ფედერიკოს ფიორენტინასთან კონტრაქტი წლის ივნისამდე აკავშირებს,მან მიმდინარე გათამაშებაში 26 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.