Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა და მილანმა ახალი სტადიონის პროექტი შეარჩიეს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანის და ინტერის ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის პროექტი შეარჩიეს და მას იგივე კომპანია ააშენებს, რომელმაც ტოტენჰემის სტადიონის დიზაინი შეადგინა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანური გრანდები ამ გადაწყვეტილების შესახებ უახლოესი 48 საათის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

წყაროს ინფორმაციით, ახალი სტადიონი დაახლოებით 65,000 ქომაგს დაიტევს, ხოლო გუნდების წლიური შემოსავალი სტადიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული გასართობი ობიექტებისგან თითო გუნდისთვის 80 მილიონი ევრო იქნება.

სტადიონის დიზაინის ავტორი კომპანია Populous-ი, სტადიონის სახელი კი სავარაუდოდ The Cathedral-ი იქნება, რომლის მშენებლობაც 2027 წელს დასრულდება.