Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა და მილანმა ახალი სან სიროს პროექტი უკვე შეარჩიეს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა და ინტერმა ახალი სან სიროს პროექტებიდან ფავორიტი უკვე შეარჩიეს და მას შემდეგ, რაც ქალაქის მერიიდან თანხმობას მიიღებენ, მის განხორციელებას შეუდგებიან.

მილანში მერის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება, რის შემდეგაც სან სიროს ბედი საბოლოოდ გაირკვევა, მაგრამ იტალიური წყაროების ცნობით, როგორც მოქმედი, მერობის არც ერთი კანდიდატი ახალი სტადიონის აშენების მოწინააღმდეგე არ არის.

მილანის და ინტერის ახალი სტადიონის პროექტზე ორი კომპანია: იტალიური Manica და ამერიკული Populous-ი იბრძვიან, თუმცა MilanNews-ის ცნობით, როსონერი უკანასკნელ მათგანს აირჩევს.

მათი პროექტი კი ასე გამოიყურება: