Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დე ვრეისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერმა სტეფან დე ვრეისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა და უახლოეს პერიოდში ხელშეკრულება გაოფიციალურდება.

დე ვრეი ინტერს 2018 წელს ლაციოდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერი გახდა. ფეხბურთელს მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით ინტერთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა ნერაძურის მისი კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნება სურს.

L’Interista-ს მტკიცებით, მინო რაიოლა ინტერის წარმოამდგენლებს უკვე შეხვდა და მხარეებმა 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ანაზღაურება 4.8 მილიონ ევრომდე გაიზრდება.