Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს დე ვრეის პოტენციური შემცვლელი შერჩეული ჰყავს

რამდენიმე საათის წინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორამცია, რომ პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერის ცენტრალური მცველის სტეფან დე ვრეის ტრანსფერით ინტერესდებოდა და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნერაძური მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იყო (დეტალები იხილეთ აქ).

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ნიდერლანდელის ინტერიდან წასვლის შემთხვევაში, ბენეამატას მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. წყაროს ცნობით, თუ დე ვრეი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერს დატოვებს, ნერაძური ახალ ფეხბურთელს არ გაიფორმებს და ჯენოაში განათხოვრებულ ზინო ვანჰეუსდენს დაიბრუნებს, რომელიც ინტერის აკადემიის აღზრდილი გახლავთ.