Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დიმარკოსთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ინტერმა ფედერიკო დიმარკოსთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რომლის თანახმადაც იტალიელი ფეხბურთელი ბენეამატას რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

24 წლის მარცხენა მცველი ინტერში ვერონაში გატარებული 2-წლიანი იჯარის შემდეგ დაბრუნდა და მართალია ის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება, მაგრამ ის ინძაგის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა.

Calciomercato-ს ცნობით, დიმარკო ბენეამატას რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი წლიური გასამრჯელო 1.6 მილიონი ევრო იქნება.