Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დიმარკოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ინტერის იტალიელი უკანახაზელი ფედერიკო დიმარკო გუნდს ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და ის სულ მალე ხელშეკრულებას გააფორმებს.

FcInterNews-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი ინტერთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

დიმარკომ მიმდინარე სეზონში ბენეამატას მაისურით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.