Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ევერტონთან დინის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერმა ევერტონთან ლუკას დინის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი მარცხენა მცველი, რომელსაც გუნდის თავკაცთან რაფაელ ბენიტესთან კონფლიქტი მოუვიდა და გუნდის დატოვება სურს, სიმონე ინძაგის პირადი მოთხოვნაა.

ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით და ფრანგი უკანახაზელის აგენტს მისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაწყებული აქვს, ერთ-ერთი მხარე კი, რომელთანაც ის მოლაპარაკებებს აწარმოებს, სწორედ ინტერია.