Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ემერსონ პალმიერისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ინტერის ინტერესი ემერსონ პალმიერის ტრანსფერზე ახალი არ არის და Calciomercato-ს მტკიცებით,ნერაძურიმ ფეხბურთელთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და ჩელსისთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით,ემერსონი და ინტერი 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელის ანაზღაურება კი სეზონში 2.2 მილიონი ევრო იქნება.

26 წლის მარცხენა მცველის გაყიდვის წინააღმდეგი არც ჩელსი არ არის,თუმცა მის სანადვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს,რისი გადახდაც ინტერს არ სურს და იმედი აქვს,რომ ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნების სურვილიდან გამომდინარე ლონდონელები ფასს დააკლებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.