Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ერიქსენის შემცვლელი შეარჩია

კრისტიან ერიქსენის ინტერიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ნერაძური მის შემცვლელს უკვე ეძებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნერაძური დანიელ ფეხბურთელს 30-35 მილიონ ევროდ აფასებს და თუ მილანელებმა მისი გაყიდვა მოახერხეს, მიღებული თანხით კონტეს როდრიგო დე პაულის გაფორმება შეეძლება.

არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ინტერი მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.