Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ერიქსენი მარკეტზე ოფიციალურად დააყენა

Corriere dello sport-ის მტკიცებით, კრისტიან ერიქსენის და ინტერის გზები იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიყრება.

კრისტიანის იტალიური კარიერა ისე ნამდვილად არ წავიდა, როგორც ყველა მოელოდა და ინტერში გადაბარგებიდან ერთი წლის თავზე, ერთ დროს პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველი ნერაძურის რიგებს დიდი ალბათობით დატოვებს.

28 წლის ფეხბურთელმა ინტერის მაისურით 33 მატჩის ჩატარება მოასწრო და მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მიმდინარე სეზონში მან 7-ჯერ ითამაშა, თუმცა გუნდისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია.

ამ ეტაპზე ერიქსენისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი პსჟ-ში გადაბარგებაა. ფრანგული გუნდი დანიელი ფეხბურთელით უკვე დიდი ხანია ინტერესდება და არ არის გამორიცხული, რომ მის სანაცვლოდ ინტერს ლეანდრო პარედესი შესთავაზოს.