Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ერიქსენს ფასი დაადო

ანტონიო კონტე კრისტიან ერიქსენს შანსს თითქმის ყველა მატჩში აძლევს, თუმცა დანიელი ფეხბურთელი იტალიურ ფეხბურთს ვერა და ვერ შეეგუა და იტალიური მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მან გუნდი უვკე ზამთარში დატოვოს.

იუვენტუსს, მილანს, რომას, ლაციოს და სხვა ევროპულ გრანდებს, რომლებმაც ერიქსენის გაფორმების სურვილი გამოთქვეს, მისი შეძენა 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ, თუმცა მთავარი პრობლემა მისი ხელფასია. ერიქსენი ინტერში სეზონში 10 მილიონ ევროს იღებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მხარემ აღნიშნული თანხის გადახდა მოინდომოს.

დანიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერც გოლი და ვერც საგოლე გადაცემა ჯერჯერობით ვერ გაიფორმა.