Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა ერიქსენს ფასი დააკლო

Tuttosport-ის მტკიცებით, ნერაძური მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კრისტიან ერიქსენის გაყიდვა სურს და მზად არის, ფეხბურთელი 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

არტურო ვიდალის ინტერში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია, რაც დანიელი ფეხბურთელის ისედაც ლიმიტირებულ დროს, კიდევ უფრო შეამცირებს და აქედან გამომდინარე, ნერაძური 28 წლის ფეხბურთელის გაყიდვას და მის სანაცვლოდ მიღებული თანხით ნ’გოლო კანტეს შეძენას გეგმავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.