Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ეშლი იანგის შენარჩუნება გადაწყვიტა

რამდენიმე კვირის წინ ეშლი იანგის ინტერიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით ნერაძურიმ ვეტერანი ფეხბურთელის შენარჩუნება გადაწყვიტა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერს 35 წლის ფეხბურთელის შემცვლელში ფულის დახარჯვა არ სურს და მზად არის, ინგლისელს ხელშეკრულება, რომელიც 20 დღეში იწურება, კიდევ ერთი სეზონით გაუხანგრძლივოს.

იანგის აგენტი ტულიო ტინტი მილანში მომდევნო კვირას ჩაფრინდება და ბენეამატასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გამართავს.