Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ვესინოს შემცვლელი შეარჩია

მატიას ვესინოს კომენტარმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ინტერში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა, ურუგვაელი ფეხბურთელის გუნდიდან ზამთარში შესაძლო წასვლის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გააჩინა და მისი სახელი რომას დაუკავშირეს.

FcInterNews-ის ინფორამციით, თუ ვესინო გუნდს ზამთარში მართლაც დატოვებს, ნერაძურის მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, ბენემატას ხელმძღვანელობა კალიარის ნახევარმცველის ნაიტან ნანდესის გაფორმებას შეეცდება, რომელიც ინტერში ტრანსფერთან ზაფხულში ახლოს იყო, მაგრამ გუნდებს შორის სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ნანდესმა ინტერში გადასვლის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა, ამიტომ ფეხბურთელის დათანხმება პრობლემა არ იქნება, თუმცა მილანელებს კალიარისთან შეთანხმება მოუწევთ.