Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა იანგის შემცვლელი შეარჩია

იტალიური მედიის ინფორამციით, ნერაძური ზაფხულში ვერონაში განათხოვრებული ფედერიკო დიმარკოს დაბრუნებას გეგმავს, რომელიც გუნდში ვეტერან ეშლი იანგს შეცვლის.

35 წლის იანგის კონტრაქტი ინტერთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ნერაძური ვეტერან ინგლისელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

23 წლის მარცხენა მცველმა მიმდინარე სეზონში ვერონას მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.