Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ინძაგისთვის ახალი კონტრაქტის მზადება უკვე დაიწყო

სიმონე ინძაგის ინტერში მისვლას ბევრი ტიფოზი თუ ექსპერტი იტალიაში სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა იტალიელმა სეპციალისტმა სეზონი დიდებულად დაიწყო, ზამთრის ჩემპიონის სტატუსი უკვე მოიპოვა და მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლაც მოახერხა.

45 წლის სპეციალისტმა სეზონის სტარტზე გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, ბენეამატა მას ახალ ხელშეკრულებას უკვე უმზადებს.

წყაროს ინფორამციით, ინტერი სიმონეს ახალ კონტრაქტს გაზაფხულის დასაწყისში მას შემდეგ შესთავაზებს, რაც გუნდთან მიმდიანრე ხელშეკრულებებს გუნდის დირექტორები გააფორმებენ, რომელთაც კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ.

გამოცემის მტკიცებით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით ინძაგი გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და მხარეების სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება.