Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ინძაგის პრეზენტაცია ჩანიშნა

ინტერი ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და ბენეამატა გუნდის ახალ თავკაცს სიმონე ინძაგის სან სიროზე 7 ივლისს წარადგენს.

სიმონე ინძაგი ნერაძურის გენერალურ დირექტორთან ბეპე მაროტასთან ერთად პრეს-კონფერენციას გამართავს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც ინტერის ფეხბურთელები ახალ მწვრთნელთან ერთად სეზონისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებს დაიწყებენ.

ფეხბურთელები, რომლებიც კოპა ამერიკასა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ, გუნდს შედარებით მოგვიანებით – 14 ივლისს შეუერთდებიან.