Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა კანტეს ალტერნატივას ფულჰემში მიაგნო

Sky Sports UK-ს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ნერაძურიმ ნ’გოლო კანტეს გაფორმება ვერ შეძლო, გუნდი ფულჰემის ნახევარმცველის, ჟან მიშელ სერის ტრანსფერზე გადაერთო.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანტონიო კონტეს უმთავრესი მოთხოვნა ნ’გოლო კანტეს გაფორმება იყო, თუმცა ჩელსიმ მის სანაცვლოდ 70 მილიონი მოითხოვა, რის გადახდასაც ნერაძური ამ ეტაპზე ვერ შეძლებს და იძულებულია, სხვა ვარიანტებზე იფიქროს.

ფულჰემმა 29 წლის ფეხბურთელი 2018 წელს ნიცადან 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ წამოიყვანა, გასული სეზონი სერიმ იჯარის წესით გალათასარაიში გაატარა და ინტერს მისი გაფორმება სწორედ იჯარით სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით…

Leave a Reply

Your email address will not be published.