Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერმა კანტეს ალტერნატივა ესპანეთში იპოვა

ნ’გოლო კანტე ნერაძურის ნომერი პირველი სატრანსფერო სამიზნეა, თუმცა პარტენოპეი გეგმა ბ-ზე მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ ჩელსისთან მოლაპარაკებები პოზიტიურად არ განვითარდა, ინტერი ატლეტიკოს ნახევარმცველის, თომას პარტეის გაფორმებას ეცდება.

ჩელსიმ კანტეს სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მოითხოვა, რასაც ინტერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ გუნდი მილან შკრინიარმა, მარსელო ბროზოვიჩმა ან კრისტიან ერიქსენმა დატოვა.

პარტეის კონტრაქტში არსებობს გამოსასყიდი პუნქტი, რომლის მიხედვითაც განელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 50 მილიონად არის შესაძლებელი, თუმცა სავარაუდოდ ატლეტიკო ამ თანხას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

პარტეიმ გასულ სეზონში ატლეტიკოს რიგებში 46 მატჩი ჩაატარა,4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.