Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა კორეასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ხოაკინ კორეას ინტერში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება და იტალიური წყაროების ინფორამციით, ნერაძურიმ ლაციოს ფორვარდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

L’Interista-ს ინფორმაციით, ედინ ჯეკოს გაფორმების შემდეგ ინტერისთვის პრიორიტეტი კორეას ტრანსფერი იქნება და მისი დახურვა მაქსიმალურად მოკლე დროში სურს.

წყაროს ცნობით, ინტერმა 26 წლის ფორვარდთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა ლაციოს მოთხოვნილ 35 მილიონსა და ნერაძურის შეთავაზებულ 30 მილიონს შორის სხვაობა კიდევ არსებობს და მხარეებს საერთო ენის გამოსანახად მუშაობა მოუწევთ.