Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა კოსტიჩთან კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა სერბ ვინგერთან ფილიპ კოსტიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფრანკფურტის 28 წლის ფეხბურთელთან სატელეფონო საუბარი პირადად სიმონე ინძაგიმ გამართა, რომელმაც მისი დარწმუნება მოახერხა და ახლა ნერაძურის მოლაპარაკებების გამართვა აინტრახტთან მოუწევს.

წყაროს ცნობით, გერმანელები სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ნერაძური მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვის შემდეგ მოახერხებს.