Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა კოსტიჩთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერმა ივან პერიშიჩის პოტენციურ შემცვლელთან, აინტრახტის ფილიპ კოსტიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

FcInterNews-ის ინფორმაციით, კოსტიჩმა ინტერის მიერ შეთავაზებული 4-წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის წლიურად ბონუსების ჩათვლით 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, უკვე მიიღო და ინტერში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

ნერაძურის ახლა აინტრახტის დარწმუნება მოუწევს, მაგრამ წყაროს ცნობით გერმანელები მზად არიან ინტერის შეთავაზებული 10 მილიონი ევრო მიიღონ, რადგან კოსტიჩს მათთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.