Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ლაუტაროსთან მოლაპარაკებები განაახლა

იტალიური მედიის ცნობით, ინტერმა ლაუტარო მარტინესთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები წამოიწყო.

არგენტინელმა ფორვარდმა ინტერის ტრიუმში დიდი წვლილი შეიტანა და 37 მატჩში 16 გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცმები არ წყდება.

ელ ტოროს სახელი ბოლო პერიოდში ატლეტიკოს, რეალს და ბარსელონას დაუკავშირეს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერს ლაუტაროს გაყიდვა არ სურს და მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ლაუტარო გუნდში 2025 წლამდე დარჩება, მისი ხელფასი კი სეზონში 4.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც სხვადასხვა სახის ბონუსები დაემატება.