Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ლაუტაროსთან ყველა დეტალი შეათანხმა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და ლაუტარო ახალი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და მას გაოფიციალურებაღა აკლია.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ხელფასი ახალი კონტრაქტის მიხედვით გაორმაგდება და 6.2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. მის კონტრაქტში აღარ იქნება მითითებული გამოსასყიდი თანხა, რომელიც აქამდე 111 მილიონი ევრო გახლდათ.