Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ლაუტაროს ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნერაძურიმ 22 წლის არგენტინელი ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის წარმომადგენლებთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო.

ლაუტაროს მიმდინარე ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში იწურება, ინტერს კი ხელშეკრულების გახანგრძლივება 2025 წლამდე სურს და მზად არის, ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტში იქნება ანტი-იუვენტუსის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ტურინელებს ფეხბურთელის გაფორმების სანაცვლოდ 175 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, სხვა მსურველებს კი შედარებით ნაკლების, დაახლოებით 150 მილიონის.