Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ლაუტაროს პოტენციური შემცვლელი შეარჩია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა ლაუტარო მარტინესის გაყიდვის შემთხვევაში მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია.

Il Giorno-ს ინფორმაციით, ბეპე მაროტას და პიერო აუსილიოს ელ ტოროს გაყიდვა არ სურთ, თუმცა ინტერმა ფინანსების მოსაწესრიგებლად 30 ივნისამდე 100 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშაოს, ამისთვის კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს.

ინტერი პსჟ-სთან ჰაკიმის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან და ჰაკიმის ნაცვლად, შესაძლოა ინტერს ლაუტაროს გაყიდვა მოუწიოს.

არგენტინელი ფეხბურთელის სახელს მადრიდის რეალს და ატლეტიკოს ინტენსიურად უკავშირებენ და წყაროს ინფორმაციით, თუ ის ნერაძურის დატოვებს, ბეპე მაროტა მის ნაცვლად ნიდერლანდელი მემფის დეპაის დამატებას ეცდება, რომელიც ლიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.