Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ლაუტაროს პოტენციური შემცვლელების ძებნა დაიწყო

მადრიდის რეალი და ატლეტიკო ლაუტარო მარტინესის მიმართ ინტერესს არ კარგავენ და იტალიური მედიის ცნობით, ნერაძურიმ არგენტინელი შემტევის პოტენციური შემცვლელების ძიება უკვე დაიწყო.

Tuttosport-ის ცნობით, ინტერი იმედოვნებს, რომ ჰაკიმის გაყიდვა გუნდის ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს, მაგრამ თუ რომელიმე გუნდი ლაუტაროს სანაცვლოდ 90 მილიონს გადაიხდის, ელ ტორო ბენეამატას დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, ნერაძური მარტინესის წასვლას მომზადებული შეხვდება და მის ნაცვლად ატალანტას ლუის მურიელის, სასუოლოს ჯაკომო რასპადორის და პსვ-ს დნიელ მალენს განიხილავს.

გათიშვა