Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ლაციოსთან კაისედოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყო

სიმონე ინძაგის ინტერში მისვლის შემდეგ, ნერაძურის არაერთი ლაციოს ფეხბურთელი დაუკავშირეს და ერთ-ერთ მათგანი 32 წლის ფორვარდი ფელიპე კაისედო გახლავთ.

SporMediaset-ის ცნობით, ინტერმა და ლაციომ ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყეს და ბენეამატა მზად არის ბიანკოჩელესტის ეკვადორელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი გადაუხადოს, ლაციო კი თავის მხრივ 8 მილიონს ითხოვს.

კაისედოს, რომელმაც გასულ სეზონში 30 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა, ლაციოსთნ მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ინტერი ამ ფაქტის თავისთვის სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება.