Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ლუკაკუს ფასი დაადო

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერს გუდნის ლიდერების გაყიდვა არ სურს, თუმცა შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნერაძური მოლაპარაკებებს აუცილებლად გამართავს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძურის შემადგენლობიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუა, რომლის ტრანსფერით მანჩესტერ სიტი, ჩელსი და სხვა რამდენიმე გრანდი ინტერესდება, თუმცა ნერაძური ფეხბურთელს 120 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

წყაროს ცნობით, ინტერს ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადასახდელად და სატრანსფერო დავალიანებების დასაფარად დრო 30 ივნისამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი UEFA-ს ლიცენზიას ვერ მიიღებს და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, ამიტომ გამორიცხული გუნდის არც ერთი ფეხბურთელის გაყიდვა არ არის.

გათიშვა