Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა მაისურის ახალ სპონსორს მიაგნო

რამდენიმეკვირიანი ძიების შემდეგ, ინტერმა Pirelli-ს შემცვლელს მიაგნო და მათი მაისურის ახალი სპონსორი Socios.com იქნება.

მრავალფუნქციური ბლოკჩეინ კომპანია Pirelli-ს და ინტერის 26-წლიან თანამშრომლობას დაასრულებს, რომელიც 1995-96 წლებში დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დასრულდა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერსა და Socios.com-ს შორის შეთანხმება უკვე შედგა და მხარეები პარტნიორობას უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებენ.