Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა მარიოს გაყიდვა კიდევ ვერ მოახერხა…

ღამდენიმე კვირის წინ ჟოაო მარიოს ინტერიდან სპორტინგში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მხარეებმა სატრანსფერი ღირებულებაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

ჟოაო მარიომ გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ სპორტინგში გაატარა და გუნდს დიდი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა მოაპოვებინა, თუმცა პორტუგალიელებმა მის სანაცვლოდ ინტერის მოთხოვნილი 8 მილიონის გადახდა არ ისურვეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მარიოს ესპანეთიდან ვილიარეალი და საფრანგეთიდან ნიცა ეპატიჟებიან, თუმცა ჯერჯერობით 8 მილიონის გადახდას არც ერთი მათგანი არ ჩქარობს.