ინტერმა მარტინესის შემცვლელს მანჩესტერში მიაგნო ?

იტალიური მედიის მტკიცებით,იმ შემთხვევაში,თუ ბარსელონა ლაუტარო მარტინესის შეძენას მოახერხებს,ნერაძური არგენტინელის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის,ენტონი მარსიალის გაფორმებას შეეცდება.

La Repubblica-ს მტკიცებით,ინტერმა ბარსელონას საბოლოო პასუხი შეუთვალა.იტალიელები ფეხბურთელს მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის,111 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებენ.კატალონიელებს მის შესაძენად ვადა 7 ივლისამდე აქვს,ამის შემდეგ ფეხბურთელის გამოსასყიდი პუნქტი ძალას კარგავს და ინტერი ლაუტაროს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

თუმცა,თუ ბარსელონამ მაინც მოახერხა გამოსასყიდი თანხის გადახდა,ნერაძური 24 წლის ფრანგის გაფორმებას შეეცდება.მარსიალმა მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა,19 გოლის გატანა მოახერხა და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

Leave a Reply

Your email address will not be published.